|
2025-08-28 17:18:49, 1732 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება, ასე მარტივი არ არის, ბევრი ქვეყანა ამას მხარს არ დაუჭერს
უვიზო მიმოსვლის შეჩერებას გარკვეული პროცედურა და თანხმობა სჭირდება. ეს ასე მარტივი თემა არ არის, ბევრი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, „მათი მოთხოვნები მოწყვეტილია იმ პრინციპებისგან, რაც ევროკავშირს აქვს“. „პირველი საკითხია გამჭვირვალობის უგულებელყოფა. ეს პირდაპირ დაპირისპირებული პრინციპია ევროკავშირის სისტემასთან. არ შეიძლება, ქვეყანაში შავბნელი ფული შემოდიოდეს და რევოლუციის მოწყობაში იხარჯებოდეს. საქართველოში უმცირესობის უფლებები დაცულია, მათ შორის შესაბამისი კანონებით. რაც მთავარია, ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებული საკითხი ის თემა არ არის, რაზეც შეიძლება, ევროკავშირი საქართველოს უპირისპირდებოდეს. ეს არის ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა. ამ კანონის გაწვევა იმდენად გამაოგნებელი მოთხოვნაა, რომ პირდაპირ მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ მიზანზე, როგორმე ახალგაზრდები რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის დარაზმონ. ამ თემაზე არგუმენტირებული პასუხი გვექნება. ყველა პუნქტზე სამართლებრივი დასაბუთება იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)