10:54 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:46:12, 408 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ბელარუს კოლეგას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად, ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. 
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილს ბელარუსმა კოლეგამ, ანდრეი კობიაკოვმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.

პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პოტენციალი იყო.

მხარეებმა განიხილეს ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა, ისაუბრეს აბრეშუმის გზის ინიციატივის შესახებ და ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები დასახეს.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ 2016 წლის იანვარი-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტორების ოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო რესურსებისა და სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომლებიც ორიენტირებულია მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაზე, ფინანსური და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics