|
2016-03-22 16:28:14, 597 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა. როგორც“ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სოზარ სუბარმა საფრანგეთის ელჩს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ასევე თავშესაფრის საკითხებსა და ამ კუთხით განხორციელებული ცვლილების შესახებ ისაუბრა. საფრანგეთის ელჩმა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საფრანგეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პასკალ მენიემ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებების მონახულებისა და დევნილთა საცხოვრებელი პირობების ადგილზე გაცნობის სურვილიც გამოთქვა. საფრანგეთის ელჩი შიდა ქართლის რეგიონში არსებულ დევნილთა ჩასახლებებს მომდევნო კვირაში ესტუმრება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)