08:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 16:09:14, 557 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები უსაფრთხოდ არიან

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 20-23 მარტს, მათი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით, ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაუკავშირდა ვიზიტის ორგანიზატორებს და მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები უსაფრთხოდ არიან.

ინფორმაციისთვის: ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics