10:12 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-25 17:47:22, 618 ნახვა

პოლიტიკა
სამადაშვილი - უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები სექტემბრის ბოლოს დაიწყება

ასოციაცია „ლელო - ძლიერი საქართველო“-ს პოლიტიკური მდივნის, სალომე სამადაშვილის მოლოდინით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აქტიური დისკუსიები სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

მისი განცხადებით, შემოდგომისთვის პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დროებითი მუშაობის უფლებას გააუქმებენ. სამადაშვილის თქმით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროცესი პოლონეთში უკვე დაწყებულია.

„სამწუხარო რეალობა ისაა, რომ სექტემბერში ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი გამწვავდება. 8 პირობა დაისახა, რათა საქართველომ უვიზო რეჟიმი არ დაკარგოს. დღემდე არც ერთი არ შესრულებულა.

განხილვას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მე ამას ველოდები. ასევე ველოდები, რომ შემოდგომისთვის პოლონეთი და შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნები გააუქმებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში დროებით უვიზოდ მუშაობის უფლებას.

სამწუხაროდ, კარგი არაფერი გველოდება! ეს არის შედეგები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ, როდესაც ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ასრულებს რუსეთიდან წამოსულ ყველა ბრძანებას და ცდილობს ქვეყანა და მისი მოქალაქეები დასავლეთისგან სრულ იზოლაციაში მოაქციოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტიმ კუკი Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ტოვებს, მას ჯონ ტერნუსი შეცვლის
Axios: ირანის უზენაესმა ლიდერმა ტრამპის ახალი მუქარის შემდეგ აშშ-სთან მოლაპარაკებების გაგრძელების ბრძანება გასცა
ესტონეთი ზელენსკის ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს
მადიარი ზელენსკის ულტიმატუმის ენით ესაუბრება და რუსული ნავთობის მიწოდების განახლებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics