|
2016-03-22 12:39:02, 950 ნახვა
საზოგადოება
ბელგიაში საქართველოს საკონსულოს ცხელი ხაზი ამოქმედდა
ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. ცხელი ხაზის ნომრებია: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები. ცნობისთვის, ბრიუსელში 4 ტერორისტული აქტი განხორციელდა. მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად არის თუ არა მსხვერპლი ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა დასავლური მედიის ცნობით,13-მდე ადამიანია დაღუპული. იქამდე ორი აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში განხორციელდა. ბელგიის მთავრობის ცნობით, არის მსხვერპლიც, თუმცა მთავრობა ზუსტ რაოდენობაზე ჯერჯერობით არ საუბრობს. დასავლური მედიის ცნობით, აეროპორტში მომხდარი აფეთქებისას მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისთვის 10-დან 17-მდე მერყეობს. დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აჭარბებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)