13:16 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-16 12:05:57, 1501 ნახვა

პოლიტიკა
ლევან სანიკიძე - ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში

ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შევხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება მოიქცნენ მოქალაქეები 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს.

„ჩვენ 4 ოქტომბერს არავის არ მოვუწოდებთ საარჩევნო უბნებზე მივიდნენ, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ რამდენიმე ვარიანტიდან აირჩიონ, თუ როგორ მოიქცნენ. ერთია ის, რომ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბანთან და მიიღონ მონაწილეობა რუსულ სპეცოპერაციაში. მეორე, ჩათვალონ, რომ მათი საქმე არ არის და იყვნენ სახლში, ან წავიდნენ მეგობრებთან ერთად ან მუზეუმში. მესამე გზა არის ის, რომ გავიდნენ ქუჩაში. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ 4 ოქტომბერს შეხვდეთ ქუჩაში. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი“,- განაცხადა მან.

რაც შეეხება სხვა თემებს, მათ შორის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ლევან სანიკიძემ აღნიშნა, რომ თუ ეს მოხდება, მთლიანი პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ იქნება.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის 4 მილიონი მოქალაქე დასანქცირდეს. ეს არის მთლიანად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და მათი მიზანმიმართული საბოტაჟი თითოეული ჩვენგანის წინააღმდეგ. ქვეყნის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ისინი წყვეტენ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მინიმუმ 2028 წლამდე. ამ ვითარებაში ბუნებრივია, „ქართული ოცნებისგან“ არავითარი დათმობის და ნაბიჯების გადადგმის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დავალება და დირექტივა, რომელიც მათი პატრონებისგან, რუსეთისგან არის მიღებული, გულისხმობს ევროინტეგრაციის შეჩერებას, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლის შეჩერებას და ასევე უვიზო მიმოსვლის ჩამორთმევას ქართველი ხალხისთვის. ამის მთავარი ინიციატორი არის ბიძინა ივანიშვილი. იმ პოლიტიკური კრიზისის აღმოფხვრა, რომელიც საქართველოშია, ძალიან მარტივად შეიძლება, თუმცა ამას ივანიშვილი მიზანმიმართულად არ აკეთებს“, - განაცხადა სანიკიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics