|
2025-08-15 14:20:23, 2722 ნახვა
კომენტარი
კონგრესმენი ჯო უილსონი: სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა საფრთხის ქვეშაა, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს
აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ მისი გადაწყვეტილების გამო, რომ სხვადასხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ობიექტის მშენებლობა ჩინურ კომპანიებს მიანდოს. მან X სოციალურ ქსელში დაწერა: „ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავის პროპაგანდისტულ სადგურზე ამაყობს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ეძებს. ჩინეთი ცდილობს აშშ-ს შუა დერეფნიდან გამორიცხვას. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა დიდი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშაა, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებს!“ 14 აგვისტოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ჩინურ კომპანია Zhongbo Group-თან შეხვედრაზე განიხილა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში საინვესტიციო გარემო, სექტორის განვითარების სტრატეგია, რეფორმები და მნიშვნელოვანი პროექტები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)