|
2025-08-14 14:08:39, 2308 ნახვა
ეკონომიკა
„ჰკითხე ექსპერტს“ – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებული სტერეოტიპების დასამსხვრევად და მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, „ექსპრეს ლომბარდმა“ ახალი კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით: „ჰკითხე ექსპერტს“. მისი მიზანია, უპასუხოს იმ კითხვებს, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე ხშირად უჩნდებათ სალომბარდე მომსახურებასთან დაკავშირებით, მაგალითად: როგორია სესხის აღების პროცედურა, რა დოკუმენტებია საჭირო, რა ტიპის პროცენტები არსებობს, როგორ აფასებენ ნივთებს და როგორია მომსახურების პირობები. კამპანია ასევე ეხება ძვირფასი ნივთების შემოწმება-შეფასების პროცესს, რომლის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი განსაკუთრებით მაღალია. „ექსპრეს ლომბარდისთვის“ ამ საკითხს დიდი მნიშვნელობა აქვს, რის გამოც კომპანიაში მხოლოდ სერტიფიცირებული ექსპერტ-შემფასებლები მუშაობენ, რომლებიც არა მარტო უზრუნველყოფენ ნივთების ობიექტურ შეფასებას, არამედ სრულ პასუხისმგებლობას იღებენ ნივთების უსაფრთხოებაზე და მზად არიან, მომხმარებლების ნებისმიერ შეკითხვებს გასცენ პასუხები. კამპანიის ფარგლებში, ექსპერტ-შემფასებლებმა პასუხები გასცეს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მათი გაცნობა „ექსპრეს ლომბარდის“ ვებგვერდზეა შესაძლებელი. მაგალითად, განხილულ თემებს შორის იყო: როგორ მოწმდება ნაკეთობა?, როგორ მივიღოთ დამატებითი თანხა არსებულ სესხზე?, რა პირობებით შეიძლება ვერცხლის დალომბარდება?, რატომ იზრდება ოქროს ფასი და რა განსხვავებაა მის სინჯებს შორის?. ამასთან, მომხმარებლებს თავისუფლად შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით „ექსპრეს ლომბარდის“ ნებისმიერ ფილიალში მივიდნენ, პირადად გაესაუბრონ ექსპერტებს და მიიღონ დეტალური კონსულტაცია როგორც ძვირფას ლითონებთან, ისე ლომბარდთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. კითხვების დასმა ასევე შესაძლებელია კომპანიის სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე და ცხელ ხაზზე (032 2 39 39 39 / *3939).
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)