|
2025-08-13 14:25:43, 1405 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან
არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან, სამართლიანი მშვიდობისთვის რუსეთზე ზეწოლა უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პარტნიორებთან ხანგრძლივი საუბრები ჰქონდა. მისივე თქმით, არსებობენ ქვეყნები, განსხვავებული პერსპექტივები, მაგრამ მათი პოზიცია ერთნაირია. „ომი უნდა დასრულდეს. უნდა გამოვიყენოთ უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების გამოცდილება, რათა თავიდან ავიცილოთ რუსეთის მხრიდან ჩვენი მოტყუება. ამჟამად არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსები ომის დასასრულებლად ემზადებიან. უკრაინის, აშშ-ის, ევროპისა და ყველა იმ ქვეყნის, რომელიც მშვიდობას ეძებს, კოორდინირებულ ძალისხმევასა და ერთობლივ ქმედებებს ნამდვილად შეუძლია, აიძულოს რუსეთი დაამყაროს მშვიდობა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვეხმარება“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)