|
2025-08-08 19:27:41, 2504 ნახვა
ეკონომიკა
ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, საქართველომ პირველად წარადგინა ეროვნული AI ნაკრები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე პეკინში და პირველივე წელს მედლის მოპოვებაც შეძლო. ბრინჯაოს მედლის მფლობელი თემიკო მაჭავარიანი გახდა. საპატიო სიგელი კი ანტონ ინგოროყვამ მოიპოვა. საპატიო სიგელი იმ მონაწილეებს გადაეცემათ, რომლებიც ოლიმპიადის ორი დღიდან რომელიმე დღეს მონაწილეების ნახევარზე უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ოლიმპიადაში 60-ზე მეტი ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ოლიმპიადის ამოცანები საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტმა შეადგინა და საქართველოს ნაკრებმა კონკურენტულ შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი. 2024 წელს ოლიმპიადა ბულგარეთში ჩატარდა, წელს კი მას პეკინმა უმასპინძლა. საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდა მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები. ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარების კულტურას, პროფესიონალების განვითარების პროცესსა და საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას გლობალურ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში. თიბისი განათლებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ქმნის და ახალგაზრდებს, რომლებსაც სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, მათ ტექნოლოგიური განათლების პროგრამებს სთავაზობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)