|
2025-08-08 14:14:06, 1837 ნახვა
სამართალი
დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ
სასამართლომ დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოიტანა. "ჩემი საბოლოო სიტყვა ის არის, რომ სასამართლომ ჩვენი საქმე ობიექტურად განიხილოს და მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, თავს ვთვლი უდანაშაულოდ" - თქვეს ბრალდებულებმა დასკვნითი სიტყვის სახით. დავით ლომიძე თემურ ზასოხაშვილთან ერთად 1 დეკემბერს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებისას მათ რამდენჯერმე სცემეს. დავით ლომიძე ადვოკატს უყვებოდა, რომ მიკროავტობუსში, სადაც სხვა დაკავებულებთან ერთად იყო ხელები ზურგსუკან შეუკრეს და ისე ურტყამდნენ. დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმასა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებოდა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დავით ლომიძეს ხერხემალი აწუხებს, ადვოკატი მიზეზად კი დაკავებისას პოლიციელების მიერ მის ცემას ასახელებს. ლომიძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშიც იყო გადაყვანილი. დაკავების შემდეგ, მამის მდგომარეობის დამძიმების შესახებ საუბრობდა მისი შვილიც, ბაჭია ლომიძეც.
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)