|
2016-03-21 18:42:07, 741 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლ ჯგუფმა“ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის ღონისძიებები გამართა
„ვისოლ ჯგუფმა “ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის სოლიდარობისათვის საზოგადოების ცნობადობის ასამაღლებელი აქტივობები და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისათვის სახალისო ღონისძიებები გამართა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა რუსუდან კბილაშვილმა აღნიშნა, „ვისოლ ჯგუფის“ სურვილია სოლიდარობა გამოუცხადოს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. „ვისოლ ჯგუფს“ სურს სოლიდარობა გამოვუცხადოთ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რადგან ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან, მომხმარებელთან ერთად ვქმნიდეთ უკეთეს მომავალს და ნებისმიერი აქტივობა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება საზოგადოების ყველა წევრისათვის თანასწორი, ჰარმონიული და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გვსურს ამ პროცესის მონაწილე ვიყოთ“,-განაცხადა რუსუდან კბილაშვილმა. ცნობისთვის, გაეროს 2011 წლის 10 ნოემბერის დადგენილებით 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა და მის აღსანიშნავად ქალაქის ცენტრში განტავსებულ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე საზოგადოება დღის სიმბოლოს-ფერად „წინდას“ შეამჩნევს, „სმარტის“, „ვენდის“ , და „დანკინ დონატსის“ მოლარე ოპერატორები კი მომხმარებლებს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის ლოგოთი დამშვენებული მაისურებით მოემსახურებიან და ასე ეცდებიან სოლიდარობა გამოხატონ და საზოგადოების ცნობადობა აამაღლონ. „ვენდის“ ვაკის რესტორანმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს სახალისო ღონისძიება გაუმართა და საკვირაო სკოლა „რებუსის“ კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად საინტერესო აქტივობებით სავსე დღით დაასაჩუქრა. „დაუნის სინდრომი“ ექიმ ჯონ ლანგდომ დაუნის სახელს უკავშირდება. მან 1866 წელს პირვე;ად აღწერა ამ სინდრომისთვის დამახასიათებელი ტიპიური ნიშნები. დაუნის სინდრომს ტრისომია 21 ჰქვია, რადგან ამ სინდრომის მქონე ადამიანებს ყველა უჯრედში, 46-ის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვთ. დაუნის სინდრომის წარმოშობის მიზეზი დაუდგენელია. ყოველ 800 ბავშვში ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა; იგი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების გონებრივი და სოციალური შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული. ჰარმონიული და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს, კარგი განათლება და პოზიტიური მოლოდინების შემთხვევაში, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები თავიანთი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებენ. (R)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)