|
2025-07-31 10:34:34, 3894 ნახვა
ეკონომიკა
SOLO-ს მხარდაჭერით, SITUATIONIST-მა Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა
SOLO-ს გუნდის მხარდაჭერით, SITUATIONIST-ის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ირაკლი რუსაძემ, მსოფლიო დონის არტისტის, Beyonce-ს COWBOY CARTER TOUR-ისთვის საკონცერტო კოსტიუმები შექმნა. ეს SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის რიგით მეორე კოლაბორაციაა, რომელიც ქართველი ხელოვანის შემოქმედებას მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აქცევს. „პირველ რიგში, ჩემთვის და ჩემი გუნდს წევრებისთვის, უდიდესი მოტივაციაა, როდესაც მსოფლიო დონის ვარსკვლავისთვის გვიწევს კოსტიუმების შექმნა. ყველაზე მეტად კი ის გვახარებს, რომ კოსტიუმს შიგნით Made in Georgia აწერია და საქართველოს სახელით მთელი მსოფლიო ინტერესდება. ქართული ბრენდისთვის, რომელსაც დამოუკიდებლად, საკუთარი რესურსით უწევს საქართველოს სახელის საზღვრებს გარეთ გატანა, SOLO-ს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის, მადლობა მინდა გადავუხადო მათ. სამუშაო პროცესი თვეების განმავლობაში გაგრძელდა - ბევრი პროტოტიპი დავამზადეთ, ბევრი სირთულე გამოვიარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მთელი ეს პროცესი და შემდგომ უკვე შედეგის სცენაზე ნახვა, ყველაზე სასიამოვნო შეგრძნებად იქცა. ამ წარმატებისთვის მთელ ჩემს გუნდს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო”, - აღნიშნავს SITUATIONIST-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ირაკლი რუსაძე. “SOLO-ს გუნდისთვის ქართველი არტისტების მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ხელოვანების პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას, მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებას და საქართველოს სახელის ფართო ასპარეზზე გატანას. სწორედ SITUATIONIST-ისა და Beyonce-ს გუნდის კოლაბორაცია ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იყო, რომელმაც ქართული ბრენდის სახელი კიდევ ერთხელ გააჟღერა მსოფლიო დონეზე. ჩვენ ვულოცავთ SITUATIONIST-ის გუნდს მიღწეულ წარმატებას და მომავალშიც გავაგრძელებთ ქართველი არტისების მხარდაჭერას”, - აღნიშნავს ლიზა ქისატაური, SOLO და Wealth Management ის ბრენდ მენეჯერი. ინფორმაციისთვის, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, SOLO უკვე 3 წელია SITUATIONIST-ის მხარდამჭერია.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)