|
2025-07-28 17:50:55, 2855 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა
თურქეთში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ბურსაში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ ბურსას შემოგარენში 3 500-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. მეტეოროლოგიის მთავარი სამმართველოს მიხედვით, თურქეთის შირნაქის პროვინციაში 25 ივლისს რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, 50.5°C იყო. სააგენტოს ცნობით, ივლისის თვისთვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქვეყნის 132 სხვა ლოკაციაზეც აღრიცხეს. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა 26 ივლისს განაცხადა, რომ პროკურორებმა 26 ივნისიდან მოყოლებული ქვეყნის 33 პროვინციაში ხანძრებთან დაკავშირებით გამოძიებები დაიწყეს. მან დაამატა, რომ სამართლებრივი პროცედურა 97 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)