18:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-25 15:01:13, 3269 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა - „MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული

„MEGOBARI აქტი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ლანა გალდავამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება მიღებული.

„ფაქტი და მოცემულობა ერთია, რომ „MEGOBAR აქტს“ კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გავლილი აქვს, მას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა, როგორც დემოკრატების, ასევე „რესპუბლიკელების“ მხრიდან, საუბარია მხოლოდ სენატში, კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, ჩვეულებრივი წესით თუ, დაჩქარებული წესით. ჩვეულებრივი წესით განხილვის ვადებთან დაკავშირებით ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ამიტომ, ეს საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ დეზინფორმაციისთვის და პროპაგანდისთვის იქნება გამოყენებული, მაგრამ მათ ვეუბნებით, რომ ეს აქტი აუცილებლად იქნება რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად მიღებული“, - განაცხადა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics