|
2016-03-21 15:45:22, 467 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი აზერბაიჯანელ სტუდენტებს: შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს განვითარების გეგმის ნაწილად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტებს პრემიერ-მინისტრი მირზა ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტში შეხვდა. „გვიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს. უნდა ვეცადოთ, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების ჩვენი თანამოქალაქეები მაქსიმალურად ჩავრთოთ ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო განვითარების გეგმები, ამ გეგმების განხორციელებაში შეუძლებელია ვიყოთ წარმატებულები, თუ თქვენ არ იგრძნობთ თავს ამ გეგმის ნაწილად“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ-მინიტრმა სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმა გააცნო და მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის საკითხებით და ქვემო ქართლის რეგიონალური განვითრების გეგმით დაინტერესდნენ. შეხვედრას განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრემიერის თანაშემწე ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სავალან მირზოევი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)