|
2025-07-21 11:55:14, 2210 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალი გაიმართება. სასკოლო ლიგამ წელს საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო და მასში მონაწილეობა 114 საჯარო სკოლის 2 000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. შეჯიბრი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში — შემოდგომიდან ზაფხულამდე მიმდინარეობდა. გუნდები ერთიან ჯგუფში ასპარეზობდნენ. დაძაბულმა შეხვედრებმა 1/8 ფინალში საუკეთესო 8 გუნდი გამოავლინა, რომლებიც შემდეგ 1/4 ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ. ფინალის საგზური კი ორმა გამორჩეულმა გუნდმა მოიპოვა. ესენი არიან: თბილისის №112 და თბილისის №180 საჯარო სკოლები. ფინალში გასული გუნდები ერთმანეთს 21 ივლისს დაუპირისპირდებიან და მათგან ერთ-ერთი გამარჯვებულის ტიტულსაც მოიპოვებს. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15 -მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში. სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)