|
2025-07-18 13:46:36, 2356 ნახვა
საზოგადოება
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ქუთაისში განხორციელდება - რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს. დაინტერესებულ მეწარმე ქალებს პროგრამის მე-11 ნაკადში მონაწილეობის მისაღებად უკვე შეუძლიათ, შეავსონ განაცხადი და ბიზნესის განვითარებისთვის 360°-იანი მხარდაჭერა მიიღონ. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი კომპონტენტი - ინტენსიური სამდღიანი ვორკშოპია, რომელიც ამჯერად ქუთაისში, 5, 6 და 7 აგვისტოს ჩატარდება. პროგრამაზე რეგისტრაცია 16 ივლისიდან დაიწყო. პროგრამა ოთხ მთავარ ღირებულებაზეა დაფუძნებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. მონაწილეები ვორკშოპებში პროფესიულ მხარდაჭერას მიიღებენ. ასევე, პლატფორმაზე – businesscourse.ge ონლაინ კურსებს გაივლიან და გამოცდილ მენტორებთან იმუშავებენ. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიუმჯობესონ უნარები ბიზნესის მართვის, გაყიდვების, ელექტრონული კომერციის, ფინანსების, მარკეტინგისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით. გარდა ამისა, პროგრამა მეწარმე ქალებს გრანტის მიღების შესაძლებლობას სთავაზობს, რაც მათ ბიზნეს იდეის განხორციელებაში დაეხმარება. „მოხარული ვართ, რომ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უკვე მეთერთმეტე ნაკადი ჩაერთვება. ამ ინიციატივით, ჩვენ ქალ მეწარმეებს უნიკალურ შესაძლებლობას ვაძლევთ – არა მხოლოდ ცოდნა შეიძინონ და პრაქტიკული მხარდაჭერა მიიღონ, არამედ საქმიანი ქსელის ნაწილი გახდნენ და თანამოაზრეები გაიცნონ. პროგრამა მათ ბიზნესიდეების რეალურ, წარმატებულ საქმედ ქცევაში დაეხმარება“, – აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. აღმოაჩინეთ მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ საქართველოს ბანკის ვებგვერდზე. პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს 360° პლატფორმის ნაწილია — ინიციატივის, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო ღონისძიებებს, პრაქტიკულ რესურსებსა და სხვა მრავალ აქტივობას, რაც ბიზნესს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)