21:01 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-16 23:55:03, 2059 ნახვა

პოლიტიკა
გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია მთავარი არხის ირგვლივ დაწყებული გამოძიების შესახებ განცხადება გააკეთა.

პროკურატურის ცნობით, დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სახელზე ფინანსური დოკუმენტაციის მიღების მოთხოვნით მიმართა, იმავე ტელეკომპანიის დირექტორის, გიორგი ქურდაძის საჩივრის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

„საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ჩხრეკისა და შემდგომი გადაცემის შესახებ ბრძანებები ოფიციალურად გადაეცა შპს „გლავნი კანალის“ და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს, რომლებსაც დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა მიეცათ.“

საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კომპანიაში თანამდებობის ბოროტად გამოყენების, პირთა ჯგუფის მიერ იურიდიული პირის კუთვნილი თანხების წინასწარი შეთქმულებით ქურდობისა და მითვისების, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე.

„საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ აცნობებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics