|
2025-07-09 16:06:14, 1567 ნახვა
საზოგადოება
კახეთში მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგის ფინალის გამარჯვებული ცნობილია - პროექტის მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
კახეთში, სასკოლო ლიგის ფარგლებში, მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს ლაგოდეხის №1 და საგარეჯოს №4 საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. საბოლოო ჯამში კახეთში, მინი ფეხბურთის სასკოლო ლიგაში 8 საჯარო სკოლის 150-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სულ მალე მინი ფეხბურთის ფინალური შეხვედრა თბილისშიც გაიმართება. ერთად ვუგულშემატკივროთ მომავალ სპორტსმენებს და არ დაგვავიწყდეს რომ საქართველოს ბანკი სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანაში მასშტაბური სპორტული ღონისძიების - სასკოლო ლიგის მთავარი სპონსორია. სასკოლო ლიგის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სპორტის 15-მდე სახეობაში სკოლებს შორის შეჯიბრებები იმართება - მინი ფეხბურთში, კალათბურთში, თაგ რაგბიში (ე.წ. უკონტაქტო რაგბი), ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში, ველოსპორტში, ტექბოლში, ცურვაში, ხელბურთში და სხვა - რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, აღმოაჩინონ ახალი უნარები და მიაღწიონ წარმატებას სპორტში. სასკოლო ლიგის პროექტში ყოველწლიურად 20 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)