|
2016-03-21 10:40:30, 903 ნახვა
სამხედრო
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალწვეულებმა სამხედრო ფიცი დადეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 238 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ მალანია, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შსს-ს ინფორმაციით, მერაბ მალანიამ ახალწვეულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარში ჩარიცხვა მიულოცა, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს - სიგელები გადასცა. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)