|
2025-07-01 11:13:10, 7418 ნახვა
სპორტი
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
27 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, Hubs.ge-ს შოურუმში ქალთა საფეხბურთო კლუბ „ვერეს“ და ბორჯომის საფეხბურთო კლუბ „თორის“ ასაკობრივი გუნდების ფეხბურთელები ქართული და ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავს - გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ. საგანგებოდ ამ დღისთვის, გიორგისთან კოლაბორაციით, თიბისიმ ბავშვებისთვის შექმნა ბრენდული ატრიბუტიკა, რომელიც პატარა ფეხბურთელებს საჩუქრად გადაეცათ და რომელზეც მამარდამ მათ სამახსოვრო ავტოგრაფები დაუტოვა. გიორგი მამარდაშვილმა პატარა ფეხბურთელებს შთამაგონებელი სიტყვით მიმართა, გაუზიარა თავისი გამოცდილება, რაც, ბავშვებისთვის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად და შთაბეჭდილებად დარჩება. გვჯერა, რომ ახალი თაობის ფეხბურთელებისთვის გიორგი მამარდაშვილთან შეხვედრა დიდ შთაგონებად იქცევა და ამის შემდეგ, უფრო მეტი მონდომებით, მოტივაციითა და შემართებით გააგრძელებენ იმ გზაზე სიარულს, რომელიც აირჩიეს და რომლისაც დაიჯერეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)