|
2025-06-30 19:24:20, 846 ნახვა
მსოფლიო
იოჰან ვადეფული - უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს
უკრაინაში ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ ერთობლივი საწარმოების აშენება გვსურს, რათა უკრაინამ საკუთარი თავდაცვისთვის უფრო სწრაფად და უფრო მეტის წარმოება შეძლოს. შეიარაღების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილ კოზირს წარმოადგენს“, - განაცხადა იოჰან ვადეფულმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა მოჩვენებითია“. „დღეს, როდესაც პუტინი მშვიდობის შესახებ საუბრობს, ეს უბრალოდ დაცინვას წარმოადგენს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინაში დღეს ჩავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)