19:18 - 26 Jul, 2026
|
2025-06-30 15:18:53, 868 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირი დღეს ოფიციალურად შეთანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების გახანგრძლივებაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას რათა აიძულოს ის, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომი დაასრულოს. „გავაგრძელებთ მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან უკრაინაში ომი დაასრულოს. თითოეული სანქცია ასუსტებს რუსეთის ომის წარმოების უნარს“, - აცხადებს კალასი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს სექტორული სანქციების ექვსი თვით, 2026 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)