|
2025-06-30 10:09:32, 920 ნახვა
სამართალი
თბილისში მკვლელობა მოხდა - მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ზ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით – 1986 წელს დაბადებული გ.ბ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი გ.ბ. მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ზ.მ. მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)