20:55 - 26 Jul, 2026
|
2025-06-29 11:32:48, 727 ნახვა
მსოფლიო
დღეს, კაია კალასი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა
29 და 30 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთს ეწვევა - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთში ევროკავშირის საელჩო ავრცელებს. განცხადების თანახმად, 29 ივნისს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან, შემდეგ კი ქალაქ ეღეგნაძორში სომხეთში ევროკავშირის მისიის შტაბ-ბინას ეწვევა. მომდევნო დღეს, 30 ივნისს, კალასი ჯერ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, შემდეგ კი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, არარატ მირზოიანს, რასაც ერთობლივი პრესკონფერენცია მოჰყვება. ამის შემდეგ კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან გამართავს შეხვედრას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)