|
2025-06-29 10:56:20, 803 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პროკურორებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების გამო აკრიტიკებს. ტრამპის თქმით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით მიმდინარე სასამართლო პროცესი ხელს უშლის მის შესაძლებლობას, აწარმოოს მოლაპარაკებები, როგორც „ჰამასთან“, ასევე ირანთან. „საშინელებაა, რასაც ისრაელში ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ის ომის გმირი და პრემიერ-მინისტრია, რომელმაც ფანტასტიკური სამუშაო გასწია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, ირანში საშიში ბირთვული საფრთხის აღმოფხვრაში დიდი წარმატება მოიტანა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა „ჰამასთან“ მოლაპარაკებების პროცესშია, რაც მძევლების დაბრუნებასაც მოიცავს. როგორ არის შესაძლებელი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი მთელი დღე სასამართლო დარბაზში იჯდეს არაფრის გამო. ეს პოლიტიკური ჯადოქრებზე ნადირობაა, ძალიან ჰგავს ჯადოქრებზე ნადირობას, რომლის ატანაც მე მომიწია. „სამართლიანობის“ ეს ფარსი ხელს შეუშლის, როგორც ირანის, ასევე „ჰამასის“ მოლაპარაკებებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიგიჟეა იმის კეთება, რასაც კონტროლიდან გასული პროკურორები ბიბი ნეთანიაჰუს უკეთებენ. ამერიკის შეერთებული შტატები წელიწადში მილიარდობით დოლარს ხარჯავს, გაცილებით მეტს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე, ისრაელის დასაცავად და მხარდასაჭერად. ჩვენ ამას არ შევეგუებით. ჩვენ ახლახან დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და ეს მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენს გამარჯვებას. გაუშვით ბიბი, მას დიდი სამუშაო აქვს გასაკეთებელი“, – წერს ტრამპი.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)