20:55 - 26 Jul, 2026
|
2025-06-28 14:11:16, 855 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა
პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა. „თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, - განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა. პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, „თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)