20:55 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 12:21:17, 867 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის კანცლერი - ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ ვგეგმავ

ევროპაში რუსეთ-უკრაინის ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა, მჯერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცს ჟურნალისტმა ჰკითხა: ფიქრობს თუ არა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პუტინისგან დისტანცირებას ახდენს.

როგორც გერმანიის კანცლერმა კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტრამპი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება.

„აშშ-ის პრეზიდენტი სულ უფრო სკეპტიკური და კრიტიკული ხდება. ეს პროცესია. ევროპაში ამ ომის შეფასებასთან დაკავშირებით დიდი თანხვედრაა. მე მჯერა,  პრეზიდენტი ტრამპი ამ შეფასებას უახლოვდება“, – განაცხადა მერცმა.

ამასთან, მერმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრებს არ გეგმავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics