|
2025-06-26 17:56:43, 1067 ნახვა
ეკონომიკა
Tegeta Truck & Bus-მა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN TGX-ის გამწევები წარადგინა
19-20 ივნისს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ექსპოზე Tegeta Truck & Bus-მა MAN TGX-ის გამწევები წარადგინა. MAN-ის სატვირთო ავტომობილები უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას ქმნიან, რის გამოც საერთაშორისო გადაზიდვებისას ისინი ყველაზე ხშირად გამოიყენებიან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო MAN TGX-ის EURO 6 ემისიის მქონე გამწევი, რომლის გარემოზე მავნე ზემოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი. გარდა ამისა, MAN-ის ახალი თაობის გამწევები 7-8%-ით უფრო ეფექტიანია. საწვავის შემცირებული ხარჯი, დაზიანების ნაკლები ალბათობა, მაღალი გამძლეობა და ტექნიკის ცვეთის დაბალი მაჩვენებელი - ეს არის პარამეტრები, რომლებიც, ჯამში, MAN-ის სატვირთო ავტომობილის ფლობის საერთო ღირებულებას უფრო ეკონომიურს ხდის.
ბექა ბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: „საქართველოს პოტენციალი, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, არის ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკური უპირატესობა. წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიას ნახევარ მილიონზე მეტი სატრანზიტო მანქანა კვეთს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამ პროცესში მნიშვნელოვანია Tegeta Truck & Bus-ის როლი, რადგან ჩვენ ბაზარს ვთავაზობთ პრემიუმ ხარისხის ბრენდებს, მათ შორის არის გერმანული MAN. გამოფენაზე სწორედ MAN-ის ორი ერთეული სატვირთო ავტომობილი წარვადგინეთ. MAN TGX-ის გამწევები გამორჩეულია მახასიათებლებით. MAN-ის ბრენდის სატვირთოების ფლობა უფრო ეფექტიანია და მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯს“. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გამოფენას საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები, ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები დაესწრნენ. ორდღიანი გამოფენის მიზანი იყო საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. Tegeta Truck & Bus ბაზარს, MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების გარდა, Top Used სატვირთოებითაც ამარაგებს, მათ ყველა შესაბამისი უმაღლესი დონის სერვისი გავლილი აქვს ავტორიზებულ სერვისცენტრებში. Top Used ტექნიკის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 10-15 წელს შეადგენს. ღონისძიების ფარგლებში, B2B ტიპის შეხვედრებიც გაიმართა. გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-ს საშუალება ჰქონდა, სატვირთო, ლოგისტიკური თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკის სფეროთი დაინტერესებული პოტენციური პარტნიორებისთვის გაეცნო MAN-ის ბრენდის ავტომობილები და ასევე ინფორმაცია მიეწოდებინა „თეგეტა ბიზნესის“ შეთავაზებების შესახებ. „თეგეტა ბიზნესი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი მიმართულებაა. ის საგანგებოდ ბიზნესმომხმარებლებზეა ორიენტირებული და მიზნად ისახავს კორპორაციული მომხმარებლებისთვის სერვისის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. „თეგეტა ბიზნესის“ პირველი ახალი პროდუქტი განკუთვნილია მცირე და საშუალო ზომის კომპანიებისთვის, რომლებიც ფლობენ ან მართავენ მსუბუქ, სატვირთო, სამშენებლო თუ სპეციალური დანიშნულების ტექნიკას და სურთ ოპერაციული ხარჯების შემცირება, სერვისის დიგიტალიზაცია და ავტოპარკის ეფექტიანი მართვა. რაც შეეხება ფლიტ მენეჯმენტის სერვისს, ის ითვალისწინებს ავტოპარკის სრულ ტექნიკურ მომსახურებას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას, მომხმარებელზე მორგებულ სალიზინგო პროდუქტებს, საუკეთესო ფასებსა და პრემიუმ ხარისხის ბრენდებს. -- „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
შინაგან საქმეთა სამინისტრო: გორში მომხდარ ცემაში მონაწილე პოლიციელები საქართველოდან არ წასულან.
გავრილოვის ღამის წლისთავთან დაკავშირებით, თბილისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
კანადის მოქალაქეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სამკურნალო პრეპარატის მიღების გამო 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)