|
2025-06-24 16:45:36, 998 ნახვა
სამართალი
სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე განაჩენს 4 ივლისს გამოაცხადებს
სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე, რომელიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს ეხება, განაჩენს 4 ივლისს გამოაცხადებს. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო. თუმცა, ადვოკატმა პროცესზე დააფიქსირა პოზიცია, რომ ის ამ უფლებით არ ისარგებლებს. პროცესს ირაკლი ოქრუაშვილი არ დასწრებია. სასამართლო პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა, რის შემდეგაც ის დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)