22:24 - 26 Jul, 2026
|
2025-06-24 15:22:48, 899 ნახვა
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცი - რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის
რუსეთი ნამდვილი მშვიდობის მიღწევით დაინტერესებული არ არის, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობა ყველა მხარის მხრიდან მზადყოფნას მოითხოვს და რუსეთიდან მომავალი სიგნალები აჩვენებს, რომ ამჟამად ის მშვიდობისთვის მზად არ არის, პირიქით“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა. გერმანიის კანცლერმა ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტს მხარი დაუჭირონ. „სანქციებმა პუტინის ომის მანქანის დასაფინანსებლად გამოყენებულ ჩრდილოვან ფლოტს მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა მიაყენოს. კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მთავრობაც ამ გზას აირჩევს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)