22:22 - 26 Jul, 2026
|
2025-06-24 10:01:48, 818 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი - ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს
გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე დაარტყა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტზეა ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარტნიორებთან რეგიონში. „მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს“, - წერს მაკრონი. მისი თქმით, კატარის ემირ შეიხ თამიმს ესაუბრა და მისი ქვეყნის მიმართ სრული სოლიდარობა გამოხატა. „მას გადავეცი სრული სოლიდარობა და რომ ვგმობ ირანის მიერ მის ქვეყანაზე განხორციელებულ დარტყმებს. საფრანგეთი დგას კატარის და მისი თითოეული პარტნიორის გვერდით სპარსეთის ყურეში“, - წერს მაკრონი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)