13:51 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-23 16:36:53, 979 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

სხდომათა დარბაზში მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.

პროკურორებს მიაჩნიათ, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან კვლავ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომ, პროკურორის თორნიკე გოგეშვილის თქმით, მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს.

თავის მხრივ, მზია ამაღლობელის ადვოკატები განმარტავენ, რომ „ეს არის მახინჯი პრაქტიკა და არანაირი ახალი დანაშაულის საფრთხე არ არსებობს“. ამასთან, მზია ამაღლობელის ადვოკატის მაია მწარიაშვილის განცხადებით, დაკავებამდე მზია ამაღლობელს მხედველობის პრობლემა ჰქონდა, თუმცა პატიმრობაში ყოფნისას მხედველობა კრიტიკულად გაუარესდა.

დღევანდელ პროცესზე მზია ამაღლობელის საქმეზე მოწმედ ბათუმის საკრებულოში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე დაიკითხა. მან აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს გამართული საპროტესტო აქციის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, მზია ამაღლობელთან ერთად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სხვა პირებიც დააკავეს.

აკაკი გვიანიძეს მიაჩნია, რომ აქციის მონაწილეების დაკავება უკანონოდ მოხდა.

აკაკი გვიანიძის თქმით, პოლიციის სამმართველოს შენობასთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც უკანონობა არ ჩაუდენიათ.

„მზია ამაღლობელმა სტიკერი მიაკრა, მივიდნენ და დაიჭირეს“, - აღნიშნა მან.

სასამართლო სხდომაზე პერიოდულად ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“.

მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე მომდევნო პროცესი 4 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics