|
2025-06-23 11:53:54, 1098 ნახვა
სამართალი
შსს-მ 7 პირი დააკავა - ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი. "ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1963 წელს დაბადებული ზ.ზ., 1973 წელს დაბადებული ზ.წ., 1982 წელს დაბადებული რ.კ., 1988 წელს დაბადებულ რ.შ., 1967 წელს დაბადებული მ.ც., და წარსულში ნასამართლევი პირები: 1972 წელს დაბადებული ფ.ბ., და 1972 წელს დაბადებული ნ.წ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა - პისტოლეტები, რევოლვერები, სანადირო თოფი, მჭიდები, ვაზნები და ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4, 260-ე მუხლის მე-3 და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)