|
2025-06-21 13:12:36, 1365 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს აღნიშნავს
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით, 1948 წლიდან აღინიშნება. სპეციალურად ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიებები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება და მასში მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს. ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით, 23 ივნისს ბათუმში მასობრივი ოლიმპიური გარბენი და სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართება. სპორტული აქტივობების სია კი ასე გამოიყურება: 1. მძლეოსნური გარბენი; 2. ქვიშის ფრენბურთი; 3. ქვიშის ჭიდაობა; 4. ქვიშის ფეხბურთი; 5. ქვიშის რაგბი; 6. ჭადრაკი; 7. მაგიდის ჩოგბურთი; 8. ველოსპორტი; 9. კარატე; 10. კანოე. სპორტული აქტივობები 10:00 საათიდან, ბათუმის ზღვისპირა პარკის, პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგ სახეობებში დაიწყება: ქვიშის ფრენბურთი, ქვიშის ჭიდაობა, ქვიშის ფეხბურთი, ქვიშის რაგბი. ძველ ბულვარში ჩატარდება შეჯიბრებები მაგიდის ჩოგბურთში, შეჯიბრება კანოეში ნურის ტბაზე. კარატისტები კი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე იასპარეზებენ. 11:30 საათზე ბათუმის ზღვისპირა პარკის პლაჟის 15-16 სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქვიშის სახეობების სპორტულ მოედნებთან) სტარტს აიღებს ველოგარბენი, 12:00 საათზე კი მასობრივი ოლიმპიური მძლეოსნური გარბენი გაიმართება. ორივე გარბენი (დისტანცია: 2-2,5 კმ) ანბანის კოშკთან დასრულდება. ოლიმპიურ მძლეოსნურ გარბენში და ველოგარბენში მონაწილეთა რეგისტრაცია 10:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევე სპორტსმენები აჭარის რეგიონიდან. ოლიმპიურ გარბენში და სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები, სპეციალური მაისურები და სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. ღონისძიების ორგანიზატორია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და სეოკ-ის აჭარის რეგიონული ორგანიზაცია. მხარდამჭერები არიან - საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, აჭარის სპორტული ორგანიზაციები. ღონისძიების პარტნიორები არიან - სეოკ-ის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკი. ასევე ,,ავერსი“ და ,,თელიანი ველი“.
ვერაზე სროლის დეტალები - თავდაპირველად შელაპარაკება დაკავებულ ნიკა კაპანაძის დედასა და დაჭრილებს შორის მოხდა
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)