15:20 - 23 Jul, 2026
|
2025-06-20 17:18:01, 1077 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დავით ქაცარავას 4000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე დავით თეთრაულის გადაწყვეტილებით, ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 4000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ამასთან, იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა 3 წლის ვადით. დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია დავით ქაცარავა. ცნობისთვის, შს სამინისტრო პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)