16:03 - 22 Jul, 2026
|
2025-06-20 16:43:00, 2459 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
უკრაინამ სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში რუსეთის ტყვეობაში მყოფი მძიმედ დაშავებული და მძიმე დაავადებების მქონე მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უმეტესობამ რუსეთის ტყვეობაში ორ წელზე მეტი გაატარა. „ესენი არიან მარიუპოლის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ხარკოვისა და ჩერნიგოვის ოლქის დამცველები, შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სასაზღვრო სამსახურის მებრძოლები“, – აცხადებს ზელენსკი. უკრაინისთვის გადაცემულ ტყვეებს შორის ყველაზე ხანდაზმული 60 წლისაა. გათავისუფლებულ მებრძოლებს მძიმე სამედიცინო დიაგნოზები აქვთ, მათ შორის, ეპილეფსია, ჰიპერტონია, იშემიური დაავადებები, მხედველობის პრობლემები, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების დარღვევები.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)