|
2025-06-20 11:48:59, 1217 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანატოლი გიგაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
სოლიდარობა მათე დევიძეს, სოლიდარობა ჟურნალისტებს,- ეს სიტყვები სასამართლოს სხდომათა დარბაზში შემოსვლისას „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა განაცხადა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს იკვლევენ. კერძოდ კი, სასამართლოში დისტანციურად ჩვენებას ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აძლევს. ის შემთხვევის დროს იმ ადგილზე იმყოფებოდა, სადაც ანატოლი გიგაური. ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)