|
2025-06-19 13:10:47, 2044 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებაა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს
კიევზე განხორციელებული დარტყმა მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის სოლომენსკის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსზე 17 ივნისს რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. „ამ საზარელმა თავდასხმამ, რომელიც შუაღამისას განხორციელდა, 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე. მისი თქმით, უკრაინა „ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს“. „ეს დარტყმა მსოფლიოსთვის შეხსენებაა იმისა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს ამბობს და მკვლელობას ირჩევს. მადლიერი ვარ ჩვენი ყველა პარტნიორის, რომლებიც ხვდებიან, რომ უკრაინა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მზადაა მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს, რათა მათ ამ ომის ნამდვილი ფასი იგრძნონ“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)