|
2016-03-18 19:15:17, 979 ნახვა
სამხედრო
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა. სწავლებები ვაზიანის პოლიგონსა და სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა. კურსის თეორიული ნაწილი - მეცადინეობები საამფეთქებლო საქმეში და საინჟინრო დაბრკოლებებში - I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის საველე ბანაკ „გაგრაზე“, ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საველე პირობებში ჩატარდა. სწავლების განმავლობაში ქვედანაყოფებმა ისეთი მოქმედებები განახორციელეს, როგორიცაა: დასახლებულ პუნქტში თავდაცვისთვის გამოსაყენებელი დაბრკოლებათა ტიპები, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები დასახლებულ პუნქტში, ქუჩებსა და შენობებს შორის; შენობებზე და სახურავებზე შვეულმფრენების საწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში არსებულ ღია და მკვდარ სივრცეებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში, ღამის პირობებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; ტანკსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და მიმართული მოქმედების ნაღმური ველები. მეცადინეობები სამანევრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობდა. სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)