09:13 - 08 Jun, 2026
|
2025-06-19 10:45:32, 674 ნახვა
მსოფლიო
ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს
ისრაელი არაკის მძიმე წყლის რეაქტორზე თავდასხმას ადასტურებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რეაქტორი მაღალი შემცველობის პლუტონიუმის წარმოებისთვის შეიქმნა, რომელიც ბირთვული იარაღის დასამზადებლად გამოიყენება. „დარტყმის სამიზნე პლუტონიუმის წარმოებისთვის განკუთვნილი კომპონენტი იყო, რათა თავიდან აგვეცილებინა რეაქტორის აღდგენა და ბირთვული იარაღის შესაქმნელად გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმაში ჩართული იყო 40 გამანადგურებელი, რომელთა სამიზნეც ათობით სამხედრო პუნქტი იყო, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების და ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების ასაწყობი ადგილები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)