|
2025-06-18 14:44:37, 817 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს
ისრაელის სახელმწიფო ტერორიზმის წინააღმდეგ ირანს საკუთარი თავის დაცვის ბუნებრივი უფლება აქვს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური და კანონიერია, რომ ირანმა ისრაელის ბანდიტიზმისა და სახელმწიფო ტერორიზმისგან თავი დაიცვას. ირანის წინააღმდეგ ისრაელის ტერორისტულ თავდასხმებს ყურადღებით ვაკვირდებით. ამ თავდასხმების თურქეთზე პოტენციური გავლენის გამო ჩვენი ყველა ინსტიტუტი მზადყოფნაშია“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს, რომ „ღაზას, სირიის, ლიბანის, იემენისა და ირანის წინააღმდეგ არაადამიანური აგრესია შეაჩეროს“. „ნეთანიაჰუმ ტირან ჰიტლერს გენოციდის დანაშაულების ჩადენის მხრივ დიდი ხანია გადაასწრო. ვიმედოვნებთ, რომ მათი ბედი მსგავსი არ იქნება. მშვიდობიანი მოქალაქეების, ჩვილებისა და ბავშვების სისხლში ხელები გასვრილი არა მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერებს აქვთ, არამედ მათაც, ვინც დუმს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)