19:06 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-18 13:04:15, 615 ნახვა

პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“!

სადაც რუსეთი მოდის ან მისი გავლენა იზრდება ან ომი, ნგრევა და სიკვდილია - ამ ფონზე კი, „ქოცები“ გვიყვებიან ზღაპარს „მშვიდობასა“ და „ნეიტრალიტეტზე“! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, „რუსი და მშვიდობა“ იგივეა, რაც „ვეგანი მგელი“.

„რუსეთის „პარტნიორობა“ მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს - ან ომს ან ღალატს ან ორივეს ერთად.

მაგალითები ყველამ ვიცით: სომხეთი - სამჯერ სთხოვა სამხედრო დახმარება. სამჯერვე კრემლმა უყურა და გაჩუმდა.

სირია - ასადის რეჟიმი დაიცვეს?

ირანი - სტრატეგიული პარტნიორია, რუსეთს დრონებს აწვდიდა. ახლა ირანი იბომბება, კრემლი უყურებს!

„რუსი და მშვიდობა“ - ეს აბსურდია ისე, როგორც ვეგანი მგელი და ვინც ამას ვერ ხედავს, ან თავს ისულელებს, ან უკვე გაყიდა თავისუფლება და სინდისი ვერცხლზე.

ერთი კითხვა ყველა პროპაგანდისტს: დაასახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთი შევიდა და მშვიდობა დამყარდა. ბოლო ათწლეულების ისტორიამ დაადასტურა, რომ მეტი ევროპა ნიშნავს მეტ მშვიდობას, დაცულობას და ცხოვრების საუკეთესო პირობებს. ამიტომ არის საქართველოს არჩევანი ევროპა და არა რუსული ჭაობი”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics