|
2025-06-18 10:14:50, 820 ნახვა
მსოფლიო
Reuters - შესაძლოა, კიტ კელოგი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს
შესაძლოა, კიტ კელოგი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ბელარუსში ვიზიტი და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს. წყაროების ცნობით, შესაძლო შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა კიტ კელოგმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს. მხარეებს პოტენციური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ. გამოცემა წერს, რომ თუ შეხვედრა შედგება, ეს ბოლოს წლების განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება. ცნობისთვის, 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ბელარუსში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი ოფიციალური პირის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)