|
2025-06-17 19:41:53, 812 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today წერს, რომ რუსეთში ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. RT-ს ცნობაში ნათქვამია, რომ საქმე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა. პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა. აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა. 25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა. მომღერლის პერფორმანს მალევე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა: "ჯერ ერთი დროშა დროშად რჩება, რომელმა შეშლილმაც მას არ უნდა უქნას რამე. მეორე, ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემს. და პირადად ჩემგან: როდესაც ღმერთმა კაცს ტვინი არ მისცა, სხვა ორგანოებით უწევს მუშაობა, ამ შემთხვევაში იმ ორგანოთი, რომელიც ხშირად უვარდება ხელში". გარდა ამისა, ქართველ მუსიკოსს პერფორმანსი დაუწუნეს ქართული ოცნების წარმომადგენელმა დიმიტრი სამხარაძემ და რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტმა, პუტინისტმა ბიზნესმენმა დავით ცეცხლაძემ, ხოლო, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა, საკუთარ უწყებას ერეკლე გეწაძის პერფორმანსის გამოძიება დაავალა. 27 მაისს ირაკლი კობახიძემ ერეკლე გეწაძის პერფორმანსს უკულტურობა უწოდა. მისი ეს სიტყვები შემდეგში რუსეთის კომუნისტური პარტიის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა მოიწონა.
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
ნეთანიაჰუ დათანხმდა ტრამპის მოთხოვნას ირანზე საპასუხო დარტყმების გადადების შესახებ
ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაური ირანს „ძლიერი დარტყმით“ ემუქრება მწვანე შუქის მიღების შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)