|
2025-06-17 12:29:39, 1530 ნახვა
საზოგადოება
თბილისში თავისუფალი მედიის მხარდასაჭერი მსვლელობა დაანონსდა
სამოქალაქო აქტივისტებმა, მედიის მხარდაჭერის მიზნით, 19 ივნისს, კომუნიკაციების კომისიასთან, აქციას დააანონსეს. აქტივისტმა, ტატო ქელბაქიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისინი 14:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბებიან, საიდანაც კომუნიკაციების კომისიის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება. ქელბაქიანმა მოქალაქეებს მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ და დასძინა, რომ „ახლა სიტყვის თავისუფლების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია“. „რუსული რეჟიმი საქართველოში თავისუფალი მედიის წინააღმდეგ შეტევას აგრძელებს. მათი მიზანია, არ ისმოდეს სიმართლის ხმა ქვეყანაში და მთელი საინფორმაციო სივრცე გაჯერებული იყოს ბინძური რუსული პროპაგანდით. ზუსტად ამ მიზნით, 19 ივნისს, 15:00 საათზე, ჩანიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა, რომლის მიზანია, თავისუფალი ტელეკომპანიების - „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ დაცენზურება და ამით თავისუფალი სიტყვის ჩახშობა. ეს არის რეჟიმის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომლის მიზანია მთლიანად სიმართლის ხმა აღარ ისმოდეს ქვეყანაში. ამიტომ აუცილებელია ამას წინ აღვუდგეთ და ამ მიზნით, სამოქალაქო აქტივისტები ვგეგმავთ აქციას. 19 ივნისს, 14:00 საათზე, შევიკრიბებით ავლაბრის მეტროსთან და გვექნება კომუნიკაციების კომისიის მიმართულებით მსვლელობა, სადაც გაიმართება საპროტესტო აქცია. ყველას მოვუწოდებთ, შემოუერთდნენ ამ აქციას. ძალიან მნიშვნელოვანია სიტყვის თავისუფლების დაცვა,“ - განაცხადა ქელბაქიანმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)