16:47 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-18 16:24:58, 910 ნახვა

ეკონომიკა
საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დამტკიცდა

"ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის" (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ საქართველოს იურისდიქციის შეფასების მეორე ფაზის ანგარიში დამტკიცდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეფასების პროცესი 2013 წლის 3 ივნისს დაიწყო და სამწლიანი პრაქტიკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

„ამასთან, საქართველოს მიერ პირველი ფაზის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის შედეგად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები კანონმდებლობის სრულყოფისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად იქნა მიჩნეული“, - აცხადებენ სამინისტროში.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: http://eoi-tax.org/library#reviews





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics