|
2025-06-17 09:47:56, 1684 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, დანგრეულია მრავალსართულიანი შენობები
რუსებმა კიევს დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა 18 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, დაზიანება სოლომენსკის, სვიატოშინსკის, დარნიცკის, დნეპროვსკის, პოდოლსკის და ობოლონსკის ოლქებში 12 ლოკაციაზე დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში მრავალსართულიან შენობებზე დარტყმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. ამასთან, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქზე თავდასხმის დროს სოლომენსკის რაიონში აშშ-ის მოქალაქე დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ასევე დაზიანდა კიევის საავიაციო ინსტიტუტის საერთო საცხოვრებლები. არიან დაშავებულები. მაშველები შენობების ნანგრევებისგან გაწმენდას და ადამიანების ძებნას განაგრძობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)